მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრემიერის ინფორმაციით სამეგრელოში ფსიქიატრიული დაწესებულების აშენება იგეგმება

პრემიერის ინფორმაციით სამეგრელოში ფსიქიატრიული დაწესებულების აშენება იგეგმება

Published on

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა."ბოლო პერიოში გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ ამ დაწესებულებაში იყო აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობა, სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია იყო ჩემთვისაც საგანგაშო, მე მინდა ბატონ დავითს (სეერგენკოს) ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში მდგომარეობით. ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და ის რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ეს არის გასაფრთხილებელი და განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, არის აუცილებელი სპეციალური გაძლიერებული ყურადღება", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, ის მიესალმება დროებითი მმართველის დანიშვნას დაწესებულებაში.გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ფსიქიატრიული დაწესებულებების აშენება იგეგმება სამეგრელოსა და კახეთში.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...