მთავარისიახლეებისამართალილიბიის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაური ნუკრი ხოხბა უკვე ბათუმშია

ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაური ნუკრი ხოხბა უკვე ბათუმშია

Published on

 ქართველ მეზღვაურს ნუკრი ხოხბას, რომელიც გუშინ   გაათავისუფლეს ლიბიის ციხიდან, ბათუმის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ხვდებიან. 
 
როგორც ნუკრი ხოხბამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ლიბიის ციხეში  კიდევ ორი ქართველი მეზღვაური რჩება, ისინი საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან წარმომადგებლებს ელოდებიან, ვინაიდან მათი გათავისუფლების პროცესი ჭიანურდება.
 ნუკრი ხოხბას ინფორმაციით, ციხეში საკვებსა და წყალთან დაკავშირებით პრობლემები იყო, თუმცა ძალადობის ფაქტი არ ყოფილა.
 
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, ლიბიაში სიტუაციის გასაცნობად უწყების წარმომადგენელი უახლოეს მომავალში ვიზიტს გეგმავს. მისივე თქმით, ლიბიის ციხეში მყოფი ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლად მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნა, ლიბიაში გასამგზავრებლად უწყებაში ვიზებს ელოდებიან.
 
2017 წლის აგვისტოში ლიბიაში ქართველი მეზღვაურები დააკავეს. მათ საზღვაო კანონმდებლობის დარღვევა ედებათ ბრალად, თუმცა  ნუკრი ხოხბა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია სახელდობრ რატომ დააკავეს ლიბიაში. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...