მთავარისიახლეებისამართალიირაკლი ოქრუაშვილი იქცა ხელისუფლების ტაბელურ მოწმედ, რომელიც ამჯერად ვანო მერაბიშვილს წინააღმდეგ...

ირაკლი ოქრუაშვილი იქცა ხელისუფლების ტაბელურ მოწმედ, რომელიც ამჯერად ვანო მერაბიშვილს წინააღმდეგ იძლევა ჩვენებას

Published on

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს, რომ  ნათქვამი აქვს,  შანსს არ გავუშვებ  რომ  „მიხეილ სააკაშვილი გავანადგუროო''. 
 
. ეს ნიშნავს, რომ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. ეს არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული. აქ არ იგულისხმება რომ მანიპულაციას ვაპირებ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 
 ირაკლი ოქრუაშვილი საქალაქო სასამართლოში, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა. როგორც მან   სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ნიშნის მოგებით უთხრა, რომ ის რაც მან ვერ გააკეთა,  კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმა. ,, მე მერაბიშვილი არ მყავდა მითითებული წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებისას, ამას ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით ვხსნი, – განაცხადა  ირაკლი ოქრუაშვილმა 

 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის ნათქვამი არ არის სარწმუნო სხვადასხვა გარემოებების გამო. კერძოდ, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს საგამოძიებო უწყებაში დაკითხვის დროს ნახსენები არ ჰყავს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს ვანო მერაბიშვილი, თუმცა დღევანდელ პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილზეც ისაუბრა. ირაკლი ოქრუაშვილი გადაიქცა ტაბელურ მოწმედ, რომელიც ხელისუფლებას დაყავს ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პროცესებზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 
 
. ეს ადამიანი, ნინო ბურჯანაძე და კიდევ სხვები, რომლებიც საჯაროდ აცხადებდნენ, რომ შანსს არ გაუშვებდნენ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გასანადგურებლად, ღიად აძლევენ ჩვენებებს ზუსტად ამ ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს მასკარადი. ირაკლი ოქრუაშვილს გამოძიებაში საერთოდ არ ჰყავს ნახსენები მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ვანო მერაბიშვილი და დღეს უცებ აღმოჩნდა საპირისპირო. ამ ადამიანის ჩვენება ნაკლებად სარწმუნოა“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. 
 
ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ მას გამოძიების ეტაპზე ჩვენებები მშრალად აქვს მიცემული და შემდეგ მოხდა მათი განვრცობა. ოქრუაშვილმა ჩვენების მიცემის პერიოდიც გაიხსენა. 
 
„მე გამოძიებისთვის არასდროს მიმიცია ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, მე ვთქვი, რომ ჩემი ჩვენებები ამ საქმეში იყო მშრალი, იმის გამო, რომ მაშინ როდესაც ვალერი გელაშვილი კარიბის კუნძულებზე ისვენებდა, მე გლდანის ციხეში უნდა მიმეცა ჩვენება. სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პროკურორს ვუთხარი, რომ ჯერ დაეკითხათ გელაშვილი და შემდეგ ჩემთან მოსულიყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...