მთავარისიახლეებიპოლიტიკა„უკრაინის ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს"- მიხეილ სააკაშვილი

„უკრაინის ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს”- მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიუკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურება და გაყალბებული საქმეების გამო უკრაინის ხელისუფლებას სამარცხვინოს უწოდებს.„უკრაინის ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს და არა მხოლოდ მათ, არამედ იმ ფსევდოოპოზიციონერებსაც, რომლებიც სამარცხვინოდ დუმდნენ, როდესაც ცილი დამწამეს, ციხეში ჩამაგდეს და სასამართლოებში მათრევდნენ. ზუსტად ასეთ ყალბ ოპოზიციონერებზე დგანან ბარიგები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას  ითხოვს   „მოვითხოვ უკრაინაში დაბრუნების საშუალება მომცენ, რათა თავი დავიცვა ბოლომდე. შემდეგ კი ლუცენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის და დამნაშავე პროკურორებისა და მოსამართლეების ციხეში ჩასმას შევეცდები“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა. 
პროკურატურაში განმარტეს, რომ გამოძიების შეჩერება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობამ გამოიწვია.
 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...