მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე პეტრეს თქმით, ინტრიგები ციანიდის საქმის გახმაურებამდეც ხდებოდა საპატრიარქოში.

მეუფე პეტრეს თქმით, ინტრიგები ციანიდის საქმის გახმაურებამდეც ხდებოდა საპატრიარქოში.

Published on

„გონების ნატამალიც არ შერჩენიათ, რომ სანამ კიდევ დროა დარჩენილი, გადაიდგას სწორი, მართალი ნაბიჯები და სჯობია, დავისაჯოთ სიმართლისთვის,“ – ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის შეფასებისას გააკეთა.მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ ინტრიგები ციანიდის საქმის გახმაურებამდეც ხდებოდა საპატრიარქოში.„ჩემი ინტუიციით და მწარე გამოცდილებით ვამბობდი, თუ რა ინტრიგების ადგილი და ასპარეზი იყო საქართველოს საპატრიარქო და ქალბატონი ხელმძღვანელი ამ ინტრიგების და როცა ციანიდის თემა გახმაურდა და მამაოს დაკავება ამ თემით, ძალიან საპატრიარქოში ჩახედული ადამიანისთვის არ იყო ძნელი მისახვედრი, თუ რასთან გვქონდა საქმე,“ – ამბობს ის. მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ ციანიდის საქმე ხელისუფლების და ეკლესიის გარკვეულ ნაწილს აწყობდა.  „ხელისუფლების და ეკლესიის ამ ნაწილს, რომელსაც "დაჯგუფება" თუ "ბანდაც" ვუწოდე თავის დროზე, არ ეყოთ წინდახედულება, სიბრძნეზე საუბარი არ არის, გონიერება, რომ ასეთი სამარცხვინო საქმე არ ჩაედინათ. პირადად მის უწმინდესობასაც ვუთხარი, რომ დრო ყოველდღიურად იმუშავებს ჩვენს წინაღმდეგ, სანამ არ გადავდგამთ ღირსეულ და პრინციპულ ნაბიჯებს და არ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან და შემდეგ უკვე არ დავიწყებთ ეკლესიის გაჯანსაღებას და ხელისუფლებასთანაც ჯანსაღი ურთიერთობის დალაგებას-მეთქი,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.მეუფე პეტრე ილია მეორეს განცხადებას აფასებს, როდესაც პატრიარქმა აღნიშნა, რომ "ქვეყანას არაფერი ეშველება". მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ პატრიარქის ეს განცხადება გლობალურ საკითხს არ ეხებოდა.მეუფე პეტრე ასევე აღნიშნავს, რომ შორენა თეთრუაშვილი ცდილობდა ტელევიზიაზე გავლენების მოპოვებას.„ეს ჩანაწერი, თუნდაც, უწმინდესის ამ მდგომარეობაში, პრივატული საუბარი, შეიძლება დავარქვათ, საჯაროვდება და გამოდის, ეს უკვე არის ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, ეს უკვე, ჩემი აზრით, არის გაწირვა, თვით პატრიარქისაც კი… ჩვენ ვხედავთ, თუ ადამიანები, რომლებიც მისივე აღიარებით, კრიზისულ მართვას ხელმძღვანელობენ საპატრიარქოში, თუ როგორ იქცევიან, თუ რა დამოკიდებულება აქვთ,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...