მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისელი კულტუროსნები პუტინს მიმართავენ. ,,ვოტ პრიდიოტ ბარინ...''

თბილისელი კულტუროსნები პუტინს მიმართავენ. ,,ვოტ პრიდიოტ ბარინ…”

Published on

„საქართველოს კულტურის პალატისა“ და კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავენ და არჩილ ტატუნაშვილის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოსვენებას მოითხოვენ.
 
ღია წერილში, რომელიც „საქართველოს კულტურის პალატის“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო.
 
„მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება. ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვანები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის – არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება“, – ნათქვამია ღია წერილში.
 
წერილს ხელს აწერენ: ლია მიქაძე, ნუნუ გაბუნია, მარიკო კვალიაშვილი, ზურა ყიფშიძე, ირმა სოხაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, ასმათ ტყაბლაძე, თეიმურაზ გვალია და დავით ოქიტაშვილი. წერილზე ხელმოწერები გრძელდება.
პუტინისადმი ამ მიმართვომანიის ფონზე არც ის  იქნება მოულოდნელი, თუ მალე სხვა შინაარსის წერილიც დაიწერება: ,,იდი ი ვლასტვუი.''

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...