თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" აუდიტის სამსახურს მიმართავს.ოპოზიცია უწყებას მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძისთვის 30 ათასი ლარის გადარიცხვის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას ითხოვს.„ნაციონალური მოძრაობა“ შერჩევით დახმარებაზე საუბრობს და აუდიტის სამსახურს მერიის სარეზერვო ფონდის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.„რა განსხვავებაა დავით ნარმანიასა და კახი კალაძეს შორის, როდესაც დავით ნარმანია პროკურორებს აფინანსებდა, კახი კალაძემ კი გადაწყვიტა ბიზნესმენების დაფინანსება. წარმოუდგენელია მაშინ როდესაც უამრავი, 94 ათასი სოციალურად დაუცველია დედაქალაქში, მათ 120 ლარზე, 200 ლარზე ეუბნებიან ხშირ შემთხვევაში უარს, ამ დროს დააფინანსო მერიის სარეზერვო ფონდიდან, ბიზნესმენი, მილიონერი ლევან გაჩეჩილაძე,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.ლევან გაჩეჩილაძისთვის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის თანხის გადარიცხვას ადასტურებენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტში, თუმცა უარყოფენ, რომ დაფინანსებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ხელისუფლებასთან დაახლოებული, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გახდა.
სიახლეები
სიახლეები
რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა
ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...
სიახლეები
ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს...
სიახლეები
განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი
„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...
სიახლეები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით,...