მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ: გულუას პარკის გასხვისებაში ადგილობრივი ხელისუფლების კორუფციული გარიგებები იკვეთება

ენმ: გულუას პარკის გასხვისებაში ადგილობრივი ხელისუფლების კორუფციული გარიგებები იკვეთება

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა თანაგუნდელებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ანა წითლიძის თქმით, საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე  900 ათასამდე კვადრატულ მეტრამდე ფართობზე,რომლის გასხვისებაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუქციონის გვერდის ავლით გადაწყვიტა.“ზუგდიდის სითის“ ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას, რადგან ის დარეგისტრირებულია პრეზენტაციამდე 2 კვირით ადრე და არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.ამ გარიგებაში პირდაპირ მონაწილეობს გუბერნატორი ლევან შონია და ვიცე-მერი გია გულორდავა, რადგანაც, სწორედ გულორდავას ძმაკაცია ვინმე გჩა ჯალაღონია, რომელიც რუსეთში მცხოვრები საშუალო დონის ბიზნესმენია.აქ იკვეთება ადგილობრივი ხელისუფლების დაინტერესება და კორუფციული ნიშნები“- განაცხადა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 
ოპოზიციის ბრალდებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში უსაფუძვლოს უწოდებენ. „რაც შეეხება ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის შესახებ პროექტს, ეს პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ამ დრომდე არ შემოსულა. განვმარტავთ, რომ მას შემდეგ რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტს მერია და ჩვენი ადმინისტრაცია დასტურს მისცემს, ეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც აცხადებს აუქციონს ან კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით იჯარით აძლევს მიწას ინვესტორს“, -ნათქვამია  სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მოგვიანებით განცხადება მერიამაც გაავრცელა.:ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე მრავლფუნქციური კომპლექსის მშენებლობის შესახებ პროექტით ინვესტორი ზუგდიდის მერიაში ორი კვირის წინ შემოვიდა. თუმცა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება  მიღებული არ არის, რადგან აღნიშნული პროექტი გაცნობითი ხასიათის იყო, რაზეც მუნიციპალიტეტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ამასთან მუნიციპალიტეტი, ასევე მზად არის ნებისმიერი ინვესტორისგან მიიღოს მსგავსი ტიპის და ხასიათის წინადადებები და განცხადებები.აღნიშნული წინადადებების მოწონების შემდეგ ინვესტორი ეკონომიკის სამინისტრს მიმართავს, რომელიც წყვეტს კონკრეტულ ფართზე აუქციონს გამოაცხადებს თუ საინვესტიციო ვალდებულებებით იჯარით გადასცემს ინვესტორს.რაც შეხება ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ვინმე გოჩა ჯალაღონიასთან თანამდებობის პირების მეგობრულ ურთიერთობებზე, არ შეესაბამება სიმართეს. გოჩა ჯალაღონია ზუგდიდის ვიცე მერი საერთოდ არ იცნობს.ანა წითლიძის განცხადებები არასახელმწიფოებრივია, ის კონკრეტული ინვესტიციის და ქალაქის განვითარების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს."- აცხადებენ მერიაში
 
 
 

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...