მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ქნა ქარმა? თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ზარალს ითვლიან

რა ქნა ქარმა? თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ზარალს ითვლიან

Published on

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ძლიერი ქარის გამო მიყენებულ ზარალს ითვლიან.  მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასამდე შეტყობინება შევიდა.
თბილისიდან ყველაზე მეტი შეტყობინება დიღმის, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის მოსახლეობის მხრიდან.
 
თბილისში 68 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ძირითადად იყო სახურავების და თუნუქის ფურცლების ახდა, სარეკლამო ბანერების დაზიანება, წაქცეულია ხეები, გარე განათების ბოძები, გაწყვეტილია ელექტრო სადენები, დაზიანებული ავტომობილები და გაზის მილები.მოსახლეობის ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება. იყო ადამიანების დაზიანების შემთხვევებიც, მაგრამ, საბედნიეროდ,  მცირე, უმნიშვნელო.   
 
ბუნებრივი აირი და ელექტროენერგიის მიწოდება, ჯერჯერობით, არ აღმდგარა. თუმცა, შესაბამისი სამსახურების მიერ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს. – აცხადებენ  თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოში. 
 
ამ დროისათვის  უკვე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც  ძლიერი ქარის გამო   გუშინ და დღეს გამთენიისას ჯამში 3 რეისი გააუქმა. კერძოდ, ფრენა გააუქმა კომპანია Air Astana-მ, რომელიც რეისს ალმატიდან ასრულებდა. ასევე გაუქმდა Turkish Airlines-ის 2 რეისი, რომელიც სტამბული-თბილისი-სტამბულის მიმართულებებით უნდა შესრულებულიყო.გარდა ამისა, ამ დრომდე აშხაბადის აეროპორტშია გაჩერებული china southern airlines – ის რეისიც, რომელიც ფრენას ურუმჩიდან ასრულებდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოფრინდება. 
 

რაც შეეხება რეგიონებს, უხვი ნალექის შედეგად სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჯავახოში მეწყერმა გზა დააზიანა. მუნიციპალიტეტიის მერიის ინფორმაციით, ასევე დაზიანდა ადგილობრივი მცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი.ძლიერმა ქარმა იმერეთში ორი სკოლაც დააზიანა.მთის მასაც ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღეს, დღის მეორე ნახევრამდე ქარი შენარჩუნდება, თუმცა დღის ბოლოსთვის მნისვნელოვნად შესუსტდება. .
რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, როგორც გვაზავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 11-12 მარტს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. კერძოდ, მცირე წვიმა, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში თოვლი.
აღმოსავლეთ საქართველოში 12-15 მარტს უმეტესად წვიმიანი ამინდი იქნება, რაც ამიერკავკასიის ჩრდილო–აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასების შედეგად იქნება განპირობებული.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ 13 მარტს გამოიდარებს და 15 მარტის ჩათვლით უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...