მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანკისის მოსახლეობა პასუხს ითხოვს - რატომ გაანადგურეს სასწრაფო წესით ხელყუმბარა, რომელიც...

პანკისის მოსახლეობა პასუხს ითხოვს – რატომ გაანადგურეს სასწრაფო წესით ხელყუმბარა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ფიგურირებდა?

Published on

პროკურატურა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის დროს აღმოჩენილი ხელყუმბარა ექსპერტიზის ჩატარების გარეშეა განადგურებული. მთავარი პროკურატურის განმარტებით, ხელყუმბარის აფეთქება მოხდა ექსპერტიზის ფარგლებში  ექსპერტების მიერ რათა დადგენილიყო,  რომ ამოღებული საბრძოლო მასალა იყო ვარგისი. ეს აფეთქებამ დაადასტურა. 
 
ამრიგად, ხელყუმბარა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ნივთმტკიცება იყო,  ახლა განადგურებულია, არადა მას დიდი მნისვნელობა ჰქონდა სიმართლის დადგენის საქმეში. 
 
 თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი განმარტავს, თუ რატომ მოხდა, მისი აზრით,   ამ ხელყუმბარის განადგურება სასწრაფო წესით, ოპერაციის ჩატარებიდან ერთ კვირაში:
 
,,ხელყუმბარა, რომელიც მათ წარმოადგინეს, სხვა საქმეშიც, კერძოდ, ბრალდებულ რუსლან ალდამოვის საქმეშიც ფიგურირებს. მე ვარ წარმომადგენელი და ვიცავ  ინტერესებს. იქ არიან კიდევ სხვა ბრალდებულები. სწორედ ამ საქმის ერთ-ერთ მონაწილედ იყო წარმოჩენილი თემირლან მაჩალიკაშვილი და სხვადასხვა ჩვენებებიდან თემირლანის მიმართ გამოტანილი დაკავების განჩინებაც ამას უკავშირდება. იქნებ ამ კუთხიდანაც მსურდა შემემოწმებინა?! მხარე არის არათანაბარ ვითარებაში. , ჩვენი მოთხოვნა პირველივე დღიდან იყო, რომ გვსურდა დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა და არ გაენადგურებინათ ხელყუმბარა“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. 
 
,,თემირლანს რომ ჰქონოდა ხელყუმბარა და ყოფილიყო ტერორისტი, ის ხელყუმბარას გამოიყენებდა'', – ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
 
,,თემირლანს რომ ჰქონოდა ხელყუმბარა და ყოფილიყო ტერორისტი, ის ხელყუმბარას გამოიყენებდა. ის არ იყო ტერორისტი. მშობლისთვის ყველა შვილი ანგელოზია, მაგრამ თემირლანი მართლა ასეთი იყო და ამიტომ არის მთელი ხეობა შეწუხებული. 
ჩვენ გამოვალთ ქუჩაში, დღე და ღამე გავმართავთ აქციებს, პარალელურად კი აღნიშნულ საქმეს სტრასბურგში გავასაჩივრებთ. კონკრეტულ თარიღს ვერ ვამბობ, რადგან ბევრი საქართველოს ფარგლებს გარედანაც გვეუბნება, რომ მათაც სურთ აქციებში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....