საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინოშვილის ქუჩაზე ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარს ყელის არეში სავარაუდოდ ძაფი ჰქონდა მოჭერილი.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.