მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ რისთვის იჭრის თავს საქართველოს პარლამენტში, მთავრობასა და ეკლესიაში

ვინ რისთვის იჭრის თავს საქართველოს პარლამენტში, მთავრობასა და ეკლესიაში

Published on

,,თავი მოიჭრა საქართველოს ეკლესიამ, სამარცხვინო წერილი მიწერა რუსეთის ეკლესიას, პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი, – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მისამართით დღეს გავრცელდა.
 
ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი განცხადებით ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეში თავისი უსუსურობა დაადასტურა.
 
,,სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იმას, თუ რას შეძლებდა და რას ვერა სხვა ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არის უსუსური და მას არ შეუძლია ტატუნაშვილის საკითხის გადაწყვეტა. პრემიერის ეს ნაბიჯი სწორედ ამის ნიშანია და სამწუხაროდ, შედეგად ამასაც არაფერი მოყვება. როგორც ვხედავთ, არ გადმოგვცემენ ცხედარს იმიტომ, რომ თავისი ხუშტურები აქვთ რუსებს და დაგვცინიან. ყოველთვის არის ეს ფაქტორი და აქ რამეზე საუბარი არ შეიძლება.თუ უფრო მეტ დათმობაზე წასვლა შეუძლია საქართველოს, მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ გადადგეს და მოვიდეს ვინმე, ვინც უფრო კარგად იცის და შეუძლია რამის გაკეთება. საქართველოს რუსეთთან დასათმობი აღარაფერი აქვს. რუსეთი არის ოკუპანტი, და რა მოლაპარაკებაზეა საუბარი საერთოდ? რაზე უნდა მოილაპარაკონ?! ვის უნდა შეუთანხმოს ეს? რომელ კანონში წერია ეს, რომ იმის გამო, რომ პრემიერს თავი ეჭრება, რაღაც უნდა ვქნათ ახლა და სადმე რამე უნდა დავთმოთ?   შეგვითანხმოს საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ რას ვთმობთ ამ საქმეში, რომ პრემიერ-მინისტრის პრესტიჟის გადასარჩენად ნახევარი საქართველო ჩავაბაროთ ოკუპანტებს? წარმოუდგენელია საერთოდ რა შეთავაზებაა. ჩემი აზრით, ამას სასწრაფოდ უნდა მოყვეს მისი გადაყენება“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა
 
სხვაგვარად აფასებს კვირიკაშვილის განცხადებას სპორტისა და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მისი თქმიტთ   საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც გააჩნია,  და პრემიერ–მინისტრის განცხადება ამ საკითხის სიმძაფრისა და მნიშვნელობის ხაზგასასმელად ნამდვილად დროული იყო.
 
„საქართველოს მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს იმ ბერკეტების გათვალისწინებით რაც მათ აქვთ იმისთვის, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ გადაწყდეს და არა მხოლოდ ცხედრის გადმოცემა მოხდეს, არამედ იმ ორი ადამიანის დაბრუნებაც მოხდეს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამიტომ ვფიქრობ, პრემიერის განცხადება ამ საკითხის სიმძაფრისა და მნიშვნელობის ხაზგასასმელად ნამდვილად დროული იყო“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...