მთავარისიახლეებისაზოგადოებათემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი.

Published on

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. ტექსტის საბოლოო ვერსიას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დღის მეორე ნახევარში გაეცნობა. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი აღნიშნავს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი, ამის დასადგენად კვლევა აღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შემდეგ უნდა ჩატარდეს. 
„მე თავიდანვე ვთქვი, რომ ცოტა შემაღლებულ ბალიშზე ედო თავი სროლის დროს. მისი მდგომარეობა იყო მწოლიარე. თუმცა მისი მდგომარეობის დადგენა უნდა მოხდეს, ამ დასკვნის დადების შემდეგ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამდე არავითარი სხვა კვლევა არ უნდა ჩატარდეს“, – აღნიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა. 

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...