მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოროშენკოსთვის არასასურველი მიხეილ სააკაშვილი კიევში არ არის, მაგრამ იქ არც...

პოროშენკოსთვის არასასურველი მიხეილ სააკაშვილი კიევში არ არის, მაგრამ იქ არც პოროშენკოსთვის სასურველი ,,მშვიდობაა”

Published on

კიევის ცენტრში, შევჩენკოს სახელობის პარკში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიტინგი მიმდინარეობს. 
 
უკრაინული  მედიის ინფორმაციით,  მომიტინგეები უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს, გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს გადადგომას და  ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნასა და ახალი საარჩევნო კანონის მიღებას მოითხოვენ.
 
 მომიტინგეები საკუთარი მოთხოვნების გადაცემას პოროშენკოსთვის პირადად აპირებდნენ. მათი ვარაუდით, იგი  ტრადიციულად ადგილობრივი დროით 12 საათისთვის  მივიდოდა კობზარის ძეგლთან პოეტის დაბადების დღესთან დაკავშირებით,  თუმცა იგი ძეგლთან  არ გამოჩენილა. გავრცელდა ინფორმაცია,რომ პოროშენკო გაერიდა კიევს და   კანევში გაფრინდა, . ამიტომ მიტინგი მის გარეშე დაიწყო. 
 
 ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დილიდან პოლიციელების კორდონებითაა გარშემორტყმული, შეჩერებულია ახლომდებარე მეტროსადგურების მუშაობა, მოხსნილია საქალაქო ტრანსპორტის რეისები. 
უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებით, კიევის ცენტრში 500-ზე მეტი სამართალდამცავია მობილიზებული. პარკის ოთხივე მხარეს დაყენებულია ლითონის საძებნი ჩარჩოები, სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები  პარკში სესვლის ყველა მსურველისაგან  საბუთების წარდგენას მოითხოვე.ნ
 
თავდაპირველად  უშუალოდ  ძეგლიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებით იყო გარშემორტყმული, მაგრამ  ორმოცმა მომიტინგემ თავგანწირვით გაარღვია კორდონი, მათ 500 – მდე მოქალაქე მიყვა,  ხალხის რაოდენობა სულ უფრო მატულობს. 
 
შეკრებილებმა უკვე დაიწყეს მიმართვები შეკრებილი თანამოაზრეებისადმი. განსაკუთრებით აქტიურობენ ,,ატო'' – ს მებრძოლები, რომელთაც პოროშენკოს რეჟიმი ამ დღეებში გაუგონარი სისასტიკითა და თავხედობით მოექცა.
 
გამომსვლელები მოუწოდებენ ხალხს  არ დაივიწყონ და არ შეარჩინონ პოროშენკოს  და მის მიერ გამოგზავნილ ,,ბერკუტელებს''  უმაღლეს რადასათან გამართული აქციის დარბევა და მონაწილეთა მუხლებზე დაჩოქება. ისინი პარალელებს ავლენებენ  ამ მოვლენასა და ევრომაიდანზე, ილოვაისკოეზე განვითარებულ მოვლენებს  შორის , გაისმის მოწოდებები არ დაუშვან, რომ უკრაინა ,,ბარიგების ხელისუფლებამ'' დაისაკუთროს .

 

 

 

 

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....