მთავარისიახლეებისაზოგადოება„თანასწორობის მოძრაობამ“ ქალთა უფლებების დღეს ზუგდიდში აქცია-პერფომანსი მიუძღვნა

„თანასწორობის მოძრაობამ“ ქალთა უფლებების დღეს ზუგდიდში აქცია-პერფომანსი მიუძღვნა

Published on

„თანასწორობის მოძრაობამ“  ქალაქის ცენტრალურ ბულვარში აქცია-პერფორმანსი მოაწყო ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება  ყველა იმ ქალის სათქმელის ხალხამდე მისატანად გაკეთდა, ვინც ვერ უერთდება ქალთა უფლებებისთვის გამართულ აქციას და გაიჟღერებს მათი ხმა, ვისაც სხვადასხვა მიზეზით დუმილი უწევს.

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) განცხადებით, 2018 წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი უპრეცედენტო გლობალური მოძრაობის პარალელურად აღინიშნება.

ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, 8 მარტს შეუერთდნენ მთელი მსოფლიოს აქტივისტებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რათა ერთად იზეიმონ, იმოქმედონ და შეცვალონ ქალების ცხოვრება მთელ დედამიწაზე.8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ 1975 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) აღიარა.

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...