გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოში, თბილისიდან 50 კილომეტრის მოშორებით, შულავერის გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველეს ქვევრში არსებული ღვინის კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წლით თარიღდება. შესაძლოა, ღვინის შემადგენლობა 8 000 წლისაც იყოს."არტ ნიუსის" ცნობით, აღმოჩენამდე გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძველ ღვინოდ ირანში ძვ.წ. 5400-5000 წლით დათარიღებული ნიმუში მოიაზრებოდა. ქართული კვალი კი მასზე 600-1000 წლით ძველია.საქართველოს ღვინისა და ყურძნის შემსწავლელ კვლევაში საქართველოსთან ერთად რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის – საფრანგეთი, იტალია, ისრაელი, კანადა, დანია და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ. აღმოჩენის ავტორი პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნია. გასული წლის ნოემბერში მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე. აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...