მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

დღეს მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

Published on

დღეს მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. წლევანდელი 8 მარტის თემაა "დრო მოვიდა: აქტივისტები ქალთა ცხოვრების შესაცვლელად.“ .როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი უპრეცედენტო გლობალური მოძრაობის პარალელურად აღინიშნება.ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, შეუერთდეს​ მთელი მსოფლიოს აქტივისტებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას 8 მარტს, რათა ერთად იზეიმოს, იმოქმედოს და შეცვალოს ქალების ცხოვრება მთელ დედამიწაზე.ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.რაც შეეხება გასულ წელს, 2017 წელი ქალის უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული იყო – მათ შორის ჰოლივუდშიც. მთელი წლის განმავლობაში სოციალურ მედიაში ჰარვი ვაინშტეინის შესახებ საუბარი არ შეწყვეტილა და ამას გარკვეული გამოძახილიც მოჰყვა.  რაც შეება აფრიკის ნაწილს, ლათინურ ამერიკას და აზიას აქ კამპანიამ "მეც" (MeToo) არ გაამართლა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით ყოველი სამი ქალიდან ერთი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა. 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...