მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან სკოლებში 1-კვირიანი საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

დღეიდან სკოლებში 1-კვირიანი საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

Published on

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასვენების დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 მარტს განახლდება. 
განათლების სამინისტრომ „საზაფხულო არდადეგები“ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ საზაფხულო და ზამთრის არდადეგები არსებობდა. კალენდრის მიხედვით, წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგების დღეები ასე ნაწილდება.
ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერი – 15 იანვარი
საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტი -15 მარტი
ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისი – 15 სექტემბერი
რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს ის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის, განსხვავებულია. პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს სრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება.
ამასთან დადგენილია, რომ თუ ეს თარიღები უქმე ან დასვენების დღეს ემთხვევა, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...