„ქართულმა ოცნებამ“ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” პარტიული პროპაგანდის იარაღად აქცია, – ასე აფასებს ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.კეკენაძის თქმით, ცვლილებები, რომელიც პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საქართველოს პრეზიდენტის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად ხელისუფლებამ მაინც დაამტკიცა, უარყოფით რყევებს გამოიწვევს მედია ბაზარზე, შეავიწროებს კერძო მაუწყებლებს და ამავდროულად, შექმნის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის გაუმჭვირვალედ საქმიანობის, კორუფციული გარიგებების დადების კანონიერ შესაძლებლობას.„საზოგადოებრივი მაუწყებელი” გვეკუთვნის ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან ვაფინანსებთ ამ ტელევიზიას. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მთავარი ამოცანაა ემსახურებოდეს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. ამ დროს, ,,ქართულმა ოცნებამ“ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” აქცია პარტიული პროპაგანდის იარაღად, გააუქმა ყველა ის გადაცემა, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გამყარებას ემსახურებოდა, დახურა ევროპული ბიურო, მმართველ საბჭოში აპირებს შეიყვანოს პრორუსული განწყობის მქონე ადამიანები და კანონის ცვლილებით ხელ-ფეხს უხსნის კორუფციულ გარიგებებს. ამავდროულად, სხვა კერძო ტელევიზიებს უსპობს მუშაობის შესაძლებლობას. ჩვენი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოთხოვნაა, შეიცვალოს კანონი, დაიწყოს გამოძიება იმ ფინანსურ დარღვევებზე, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა და აღდგეს პროდასავლური გადაცემები“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.
სიახლეები
სიახლეები
განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი
„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...
სიახლეები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით,...
სიახლეები
უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი
"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...
სიახლეები
რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა
9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...