მთავარისიახლეებისაზოგადოებაომბუდსმენი: სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ღირსების შემლახავი პირობებია

ომბუდსმენი: სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ღირსების შემლახავი პირობებია

Published on

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში" არსებულ მდგომარეობას პაციენტებისთვის ღირსების შემლახავს უწოდებს. ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაში წერია.
 
ლომჯარია შეშფოთებას გამოთქვამს დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტები ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.
 
„სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად არ არსებობს თერაპიული გარემო", – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
 
სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...