მთავარისიახლეებიკონფლიქტებინილ სკოტსა და გიორგი გახარიას სხვადასხვა მოლოდინები აქვთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან...

ნილ სკოტსა და გიორგი გახარიას სხვადასხვა მოლოდინები აქვთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით

Published on

,,ყოველ წუთს ველოდებით, რომ მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის'' – განაცხადა  საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილ სკოტმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით.
 
“როგორც ვიცით, ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ყოველ წუთს ველოდებით იმას, რომ მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის. ასევე ველოდებით ორი დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას. ზუსტ თარიღებზე ჩვენ ვერ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ზუსტი თარიღები არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს”, – განაცხადამან.  ნილ სკოტმა. 
 
სხვა მოსაზრება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას – ,, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დამატებითი მოლოდინების შექმნა და წუთების თვლა არ არის სწორი, –  თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. ''
 
რაც შეეხება ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებულ მოქალაქეებს, გახარიას თქმით, ზუსტად იგივე რეჟიმში და მსგავსი ძალისხმევით მიმდინარეობს მუშაობა მათი  უსაფრთხოებისთვის ზომების მისაღებად და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსაყვანად. 
 
“მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, საქმე არის აღძრული. უპირველესი ამოცანა ჩვენი არის გარდაცვლილ მოქალაქეს მივაგოთ პატივი და კიდევ, უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე. დღეს კონკრეტულ დღეებზე, საათებსა და წუთებზე საუბარს არ ვთვლი შესაძლებლად“, – აღნიშნა გახარიამ.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...