მთავარისიახლეებისაზოგადოებახელფასებისთვის ბრძოლა ჯერ ბორჯომში, დღეს ბაკურიანში, ვისი ჯერია ხვალ?

ხელფასებისთვის ბრძოლა ჯერ ბორჯომში, დღეს ბაკურიანში, ვისი ჯერია ხვალ?

Published on

ბაკურიანის გამგეობასთან ამ წუთებში ხმაურია. ცოტა ხნის წინ გამგეობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ, რომლებმაც ბაკურიანის გამგებელს მოსთხოვეს, უარი თქვას ხელფასის გაორმაგებაზე. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.
 
„ხელი აიღეთ ბიუჯეტის ხარჯზე ხელფასის გაორმაგებაზე. ერთადერთი ეგ მინდა. თქვი ხელფასის გაორმაგებაზე უარი და კაციშვილი არ შეგაწუხებს. ბიუჯეტს გაეშვი“, – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბაკურიანის გამგებელს.
 
გამგეობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბაკურიანში მერის წარმომადგენელს გოჩა გობრონიძეს დაბაში საკუთარი სასტუმრო და ბიზნესი აქვს, ამიტომ მას არ აქვს უფლება, რომ საკრებულოს ხელფასის მომატებას სთხოვდეს.
 
პირველ მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყო მობილიზებული. ვითარება აქ 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა.  სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
 
დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.
 
ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...