მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ არის ინიცირებული და ის პედაგოგებს შესაძლებლობას მისცემს, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგები.კურსები მოიცავს, როგორც ზოგად პროფესიულ პროგრამას, ასევე საგნობრივ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) მოდულებს. კურსების შემუშავება დასრულდება 2019 წლის აპრილში და პილოტირების შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის.ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.
დღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ პროექტს წარადგენენ
სიახლეები
სიახლეები
რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა
9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...
სიახლეები
მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა
მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა
75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....
სიახლეები
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო.
ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე...
სიახლეები
აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება
უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...