მთავარისიახლეებიპოლიტიკავის უხმობს სტალინის აჩრდილი უკან, ბნელეთისაკენ? - პარაკლისი გორში

ვის უხმობს სტალინის აჩრდილი უკან, ბნელეთისაკენ? – პარაკლისი გორში

Published on

გორში იოსებ სტალინის გარდაცვალების 65 წლისთავის აღსანიშნავად, სტალინისტებმა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ გორში სტალინის ძეგლის დაბრუნება მოითხოვეს. ამის შესახებ "ლიბერალი" წერს.
 
„დღევანდელ დღეს, 1953 წლის 5 მარტს, გარდაიცვალა კაცობრიობის უდიდესი პიროვნება, დიდი ქართველი, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. ადამიანი, რომელმაც შეძლო, შეექმნა სახელმწიფო, სადაც ადამიანები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. განავითარა ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა. მისცა საშუალება თითოეულ მცხოვრებს, ჰქონოდა განათლების, ჯანმრთელობის გაკაჟების, არსებობის საშუალება. სამუშაო ადგილებით იყვნენ უზრუნველყოფილები ადამიანები. მან მოახერხა ფაშიზმის დამარცხება. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ სტალინის გარდაცვალებას", – განაცხადეს აქციაზე დემონსტრანტებმა.
 
სტალინის ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წლის ივნისში აიღეს. საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ძეგლი ბელადის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ. 2015 წელს საზოგადოების ერთ ჯგუფსა და საკრებულოს წევრების ნაწილს ძეგლის აღდგენის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ.
 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორში სტალინის სულის მოსახსენიებელი პარაკლისიც აღავლინეს. იოსებ სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა და 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...