მთავარისიახლეებიმსოფლიოვაშინგტონმა რუსეთი გაეროს რეზოლუციის დარღვევაში დაადანაშაულა

ვაშინგტონმა რუსეთი გაეროს რეზოლუციის დარღვევაში დაადანაშაულა

Published on

ვაშინგტონმა სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალების სამხედრო ოპერაციის გაგრძელება დაგმო, რომელიც რუსეთის და ირანის მხარდაჭერით ხორციელდება. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
 
"გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღების გაჭიანურების შემდეგ, რუსეთმა მისი პირობების უგულვებელყოფა და კონტრტერორისტული ოპერაციის სახელით მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გააგრძელა"- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია 24 თებერვალს მიიღო, თუმცა შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე საათში დაირღვა. 
 
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა სირიაში ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების განკარგულება გასცა. რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაზე ვლადიმერ პუტინმა, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა იმსჯელეს. 
 
აღმოსავლეთ ღუტაში 18 თებერვლიდან დღემდე ავიადარტყმებსა და სარაკეტო დარტყმებს 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
 
24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ იქ ქიმიური თავდასხმა მოხდა.
 
აღმოსავლეთ ღუტა ერთ-ერთი ბოლო ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...