მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს

განათლების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს

Published on

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების I-VI კლასებისთვის ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სახელმძღვანელოების შერჩევის, ანუ გირიფირების პროცესს ახორციელებს.სამინისტროს ინფორმაციით, პროცესში საგნობრივ სპეციალისტებთან ერთად, ჩართულნი არიან ფილოლოგები, საბავშვო ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტები და კონსტიტუციონალისტებიც კი.სახელმძღვანელოების შერჩევისას სამინისტრო საზოგადოებასაც მოუწოდებს აქტიური ჩართულობისკენ. სამინისტრო ყველა დაინტერესებულ მხარეს – მშობლებს, მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებს სამინისტრო მოუწოდებს მაქსიმალურად იაქტიურონ, რათა მომავალმა თაობებმა საუკეთესო სახელმძღვანელოებით ისწავლონ.იმისათვის, რომ ახალი სახელმძღვანელოები სრულად შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს, იყოს შესაბამისობაში ასაკობრივ სპეციფიკასთან, მოხდა ეროვნული სასწავლო გეგმის არსებითი გადამუშავება. შესაბამისად, ძირეულად შეიცვალა შეფასების კრიტეტიუმები და თავად შეფასების სისტემაც. გრიფირებაში ჩართული ყველა მონაწილე გადამზადდა. ტრენინგები ჩატარდა როგორც სახელმძღვანელოების ავტორებთან, ასევე შემფასებელთა ჯგუფებთან და პროექტის ადმინისტრაციულ პერსონალთან.სამინისტროს განმარტებით, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული მოსაზრება შეიძლება წარმოდგენილი იყოს სამი ძირითადი მიმართულებით:შინაარსობრივი შეცდომა – იმ შემთხვევაში როცა ფიქსირდება შეცდომა ისტორიულ ან სამეცნიერო ფაქტებში, ამოცანის ამოხსნის შედეგში ან ლოგიკურ მსჯელობაში;ტექნიკური ხარვეზი – ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის პრობლემისათვის, მაგალითად შრიფტის შეუსაბამობა, ველების დარღვევა, ილუსტრაციის აცდენა ან ხარვეზი და ა.შ.რეკომენდაცია/მოსაზრება – ნებისმიერი სახის წინადადება, რომელიც ორიენტირებულია სახელმძღვანელოს,სერიის ზოგად გაუმჯობესებზე ან სიახლის შეტანაზე მოსაზრებების მიწოდება ანონიმურია.
განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რიგ სახელმძღვანელოში არსებითი ხარვეზები უკვე იდენტიფიცირებულია, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ყველა განაცხადთან ჰქონდეს წვდომა და არც ერთი სახელმძღვანელო არ დარჩეს საჯარო განხილვის მიღმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...