მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯანდაცვის მინისტრმა სამეგრელოს რეგიონის ექიმებთან წითელას ინფექციის შემაკავებელ ღონისძიებებზე იმსჯელა

ჯანდაცვის მინისტრმა სამეგრელოს რეგიონის ექიმებთან წითელას ინფექციის შემაკავებელ ღონისძიებებზე იმსჯელა

Published on

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს და მედიკოსებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შეხვდა.  დავით სერგეენკომ ჯანდაცვის პირველი, მეორე და მესამე დონის 70–მდე  წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრისას  ყურადღება გამახვილდა ქრონიკული დაავადებების  სამკურნალო მედიკამენტების პროგრამასა და წითელას ინფექციის შემაკავებელ ღონისძიებებზე. აქცენტი გაკეთდა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ახალ საპილოტე პროგრამაზეც. მინისტრმა ყურადღება არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა ჯანდაცვის წარმომადგენლებისგანაც მოისმინა შეფასებები რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე. 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...