მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მანქანას ყველგან ვეღარ დაააყენებთ - ადმინისტრაციული ჯარიმა ყველა მუნიციპალიტეტში იმოქმედებს

ზუგდიდში მანქანას ყველგან ვეღარ დაააყენებთ – ადმინისტრაციული ჯარიმა ყველა მუნიციპალიტეტში იმოქმედებს

Published on

 
პარკირების წესების დარღვევის შემთხვევებზე ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც ამჟამად მხოლოდ თბილისსა და ბათუმში მოქმედებს, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. 
 
პარკირების წესების დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტებზე გავრცელების თაობაზე ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც დეპუტატებმა – ზაზა გაბუნიამ, მერაბ ქვარაიამ, გოგა გულორდავამ და ირაკლი მეზურნიშვილმა მოამზადეს. 
 
პროექტის მიხედვით, ავტოსტრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე პარკირების ადგილას დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მუნიციპალიტეტს საფასური დადგენილი არა აქვს), გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
 
ამასთანავე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას 12-საათზე მეტი დროით დგას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. 
 
ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები, ჯარიმასთან ერთად, დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაეკისრება.
.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....