მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე გასატანად მომზადებული საკითხი საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდის შესახებ...

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე გასატანად მომზადებული საკითხი საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდის შესახებ გადაიდო

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომას წინ უძღოდა ,,ერთიანი ნაცონალური მოძრაობისა'' და ,,ევროპული საქართველოს'' განცხადებები იმის შესახებ, რომ საკრებულო გეგმავდა  გადაწყვეტილების მიღებას  საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდის შესახებ. 
 
როგორც  საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის წევრები'' აცხადებენ,    საკითხის განხილვა  მხოლოდ მას შემდეგ გადაიდო, რაც საკრებულოს უმრავლესობას  ბიუროს სხდომაზე მათი მხრიდან წინააღმდეგობა გაეწია. პარტიის წევრების განცხადებით, ისინი მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატებას მხარს არ დაუჭერენ და საერთოდ ამ საკითხის დაყენება ზღვარს გაადასული მოქმედება და უპასუხისმგებლობაა ყკიდურესად შეჭირვებული მოქალაქეების წინაშე. 
 
რაიმე გაუგებრობის თუ მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად  საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებთან ერთად პარტიის რიგითი მხარდამჭერებიც მივიდნენ. 
მათ  ხელში უჭირავთ პლაკატი წარწერით: „ახდენილი ონებები – გუბერნატორის ხელფასი 5900, განყოფილების უფროსი 1600, სოც დაუცველი – 97 თეთრი დღეში, დამლაგებლის ხელფასი 110 ლარი“.
 
რაც შეეხება პარტია ,,ევროპულ საქართველოში''  გაკეთებულ განცხადებას, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთდა, ნათქვამია, რომ ,,საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა ადამიანს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს , მაგრამ როდესაც პრობლემაა პენსიის მომატება, სოციალურად დაუცველის შემწეობის გაზრდა, ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება, მხარს ვერ დაუჭერერნ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის, გუბერნატორის და მერის ნათესავების ხელფასის მატებას“.
 
პარტიის წევრის ირმა ნადირაშვილის სიტყვებით, „ხელფასი არ უნდა გაეზარდოს ლაშა გოგიას რძალს (მერი) გვანცა თორდიას, ჩვენ ასევე წინააღმდეგი ვართ, რომ ხელფასი გაეზარდოს მერის მოადგილის, მაიზერ ნანავას მეუღლე ნინო ქარჩავას, მის დეიდაშვილს გიგა ფარულავას. დღეს ხელფასი არ უნდა გაეზარდოს ზედამხედველობის სამსახურის უფროს ლაშა ჯაიანს და მის მეუღლეს, ნათია ქირიას, რომელიც საკრებულოში მუშაობს. ხელფასი არ უნდა გაეზარდოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას დას, ქალბატონ ხათუნა თოლორაიას, რომელიც ბაღების ააიპის უფროსია. სწორედ ამაზე გვინდა ყურადღების გამახვილება, რომ ზუგდიდის საკრებულოსა და მერიაში არ არიან დასაქმებული ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი კვალიფიკაციით. ეს არის ადგილი სადაც თავს იყრიან „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები, გამგებლის, გუბერნატირის და მაჟორიტარების ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგზე.
 

სიახლეები

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა - სამეფო საზღვაო...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...