ერგნეთის შეხვედრა ქართულმა მხარემ პროტესტის ნიშნად დატოვა

0
484
ქართულმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი ვერ მიიღო და სხდომა დატოვა.ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა.
„ძალიან რთული სხდომა იყო. ცხადია, დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან ორი ძირითადი შეკითხვა დაისვა ტატუნაშვილის საქმის განხილვის კონტექსტში – როდის მოახერხებს ოჯახი ცხედარი მიღებას და საქართველოს ორ მოქალაქეს როდის შეეძლება, დატოვოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორია. სამსაათნახევრიანი დისკუსიის შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად, ვერც ერთ ზემოხსენებულ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევწყვიტოთ ეს სხდომა, გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური მთავრობისთვის ტატუნაშვილის საქმეს, იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 22 თებერვალს, უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, მათ შორის, რომლებიც დღევანდელ დღის წესრიგში იყო წარმოდგენილი მაშინ, როდესაც ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ
წინა სტატიაფერადი ამბები გადაცემა 91 (Video)
შემდეგი სტატიამუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური