ბორჯომში სპეცრაზმი, საკრებულოში მიმდინარე პროცესების გამო შეიყვანეს?

0
413
ბორჯომში, ქალაქის ცენტრში პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული.
 
,,რუსთავი2" -ს ცნობით ოფიციალური კომენტარი ,  თუ რას უკავშირდება რამდენიმე ათეული სპეცრაზმელის მობილიზება,  ჯერჯერობით არ გაკეთებულა. 
 
ოპოზიციაში კი ვარაუდობენ, რომ ბორჯომში, სპეცრაზმი, საკრებულოში მიმდინარე პროცესების გამო შეიყვანეს.
 
საქმე ეხება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ  დაპირისპირებას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.
 
გვიან ღამით კი ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა და ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს.
 
გვიან ღამემდე პიკეტირებული იყო ბორჯომის საკრებულოს შენობა. ბორჯომის მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარეს კაბინეტიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.
 
ბორჯომში ამ დრომდე რჩებიან ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.
 
. ოპოზიცია ადგილზე შს მინისტრის ან მისი მოადგილის მისვლას ითხოვდა. მათ ნაცვლად საკრებულოში სამხარეო პოლიციის უფროსი მივიდა.
 
„ის რაც დღის მანძილზე ხდებოდა ეს არის უკონტროლო სიტუაცია ადმინისტრაციულ შენობაში და შეხლა-შემოხლა არ უნდა ხდებოდეს.
 
ძალიან დაგვიანებით მოქმედებს შს სამინისტრო ამდენი ამბავი არ უნდა იყოს და ჩვენგან არ უნდა სჭირდებოდეთ მოწოდება, რომ კეთილი ინებონ და კონტროლის ქვეშ მოაქციონ სიტუაცია“- აცხადებენ ოპოზიციაში. 
 
ბორჯომის საკრებულოში გუბერნატორიც იმყოფებოდა, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ბორჯომის საკრებულოში მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.. 

წინა სტატიადღეს ერგნეთის შეხვედრის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხია
შემდეგი სტატიაწუხელ ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური