მთავარისიახლეებისაზოგადოებასახელფასო დანამატსა და საწვავზე 2017 წელს 9 გუბერნიიდან ყველაზე მეტი სამეგრელომ დახარჯა

სახელფასო დანამატსა და საწვავზე 2017 წელს 9 გუბერნიიდან ყველაზე მეტი სამეგრელომ დახარჯა

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ” 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე,  კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. გასულ წელთან შედარებით, ხარჯების კლების ტენდენცია იკვეთება, თუმცა ეს არ ეხება ხელფასებსა და საწვავზე დანახარჯებს. შარშანდელის მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებლით კვლავაც პირველ ადგილზეა და ასევე, ლიდერობს გახარჯული საწვავის კუთხითაც, რესტორნისა და კვების მომსახურებაზე კი მეორე ადგილს იკავებს, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
ყველაზე მეტი მოცულობის თანხა საწვავის შესაძენად სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში იქნა გახარჯული, მისმა მოცულობამ 86 722 ლარი შეადგინა, რითაც 47 458 ლიტრი საწვავი (ბენზინი, დიზელი) იქნა შეძენილი;გუბერნატორებს შორის საწვავის ყველაზე დიდი ლიმიტით (ერთ თვეზე საშუალოდ 1 500 ლიტრი) სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სარგებლობს, შესაბამისად, მის მიერ  2017 წლის განმავლობაში 14 356 ლიტრი საწვავი იქნა გახარჯული,  რაც 3 434 ლიტრით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან (17 790 ლიტრი) შედარებით.ყველაზე მეტი ხარჯი კი რესტორნისა და კვების მომსახურებაზე იმერეთის ადმინისტრაციამ გაიღო, ჯამში 13 866 ლარის ოდენობით, შემდეგი კი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია მოდის 11 660 ლარი. სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, გაცემული პრემია-დანამატებისა და საკომუნიკაციო ხარჯების მოცულობები შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, პრობლემურ საკითხად რჩება ცალკეული თანამდებობის პირებზე დანამატების ყოველთვიურად გაცემის პრაქტიკა.  
 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...