ზაფხულიდან პენსიონერებმა გარკვეული სახის მედიკამენტები, მათ შორის წნევის მარეგულირებელი წამლები, შესაძლოა მინიმალურ ფასად შეიძინონ. მოლაპარაკებებს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების მწარმოებელ ქართულ და უცხოურ კომპანიებთან უკვე აწარმოებს. დღეს ამ საკითხზე რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.საუბარია ოთხი ქრონიკული დაავადების პრეპარატზე, მათ შორის გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლების, დიაბეტის ფორმა ნომერი ორის და ფილტვის დაავადების სამკურნალო საშუალებებზე.ამჟამად, ამ დაავადებების სამკურნალო 23 სახეობის პრეპარატის შეძენა 100 000 და მასზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შუძლიათ.ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში კი ბენეფიციართა წრე გაფართოვდება და მას პენსიონერებიც დაემატებიან. იგეგმება 23 სახეობის მედიკამენტის რაოდენობის 50-მდე გაზრდაც. პროგრამაში ჩართვა ყველა კომპანიისთვის სასურველი იქნება, თუმცა არა სავალდებულო. მედიკამენტები რეცეპტით გაიცემა და პროცესზე მონიტორინგი შესრულდება. მედიკამენტების შეძენა კი ყველა სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი.სტრუქტურირებული ხედვა იმ პლატფორმის შესახებ, რომელიც უნდა შეიქმნას სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის PSP ჯგუფმა წარმოადგინა.ჯანდაცვის მინისტრი და მედიკამენტების მწარმოებლები 8 თებერვალს მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სახელმწიფო, კერძო პარტნიორობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.1 ივლისიდან ეგრეთ წოდებული უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა. სააფთიაქო ქსელში უკვე 23 დასახელების ასეთი მედიკამენტია.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება
სიახლეები
საზოგადოება
ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე
მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...
საზოგადოება
სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...
საზოგადოება
მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...
საზოგადოება
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...