მთავარისიახლეებისამართალიწვრილამან ხულიგნებს აყალ-მაყალი ქუჩაში, როგორც მინიმუმ, 500 ლარი დაუჯდებათ

წვრილამან ხულიგნებს აყალ-მაყალი ქუჩაში, როგორც მინიმუმ, 500 ლარი დაუჯდებათ

Published on

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  ცვლილებები  შედის :
  საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ( აქამდე წვრილმანი ხულიგნობისთვის  ჯარიმის ოდენობა 100 ლარს შეადგენდა), ამასთან,   თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. 
, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოეთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
 
კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში უკვე ინიცირებულია მთავრობის მიერ  და მასზე მომხსენებლად შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არის დანიშნული.
თბილისში, დამწვარ სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” მოვაჭრე დარო მამულაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ, სავარაუდოდ, მისი პროდუქცია დაიწვა და მაშველები შიგნით ჯერ არ უშვებენ, რომ ნახანძრალი ადგილები ნახონ. მისივე თქმით, ბანკის ვალი დარჩა და დახმარებისთვის მთავრობას მიმართავს
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...