მთავარისიახლეებისამართალიდანას და ნაჯახს ყველა და ყველგან ვეღარ იყიდის

დანას და ნაჯახს ყველა და ყველგან ვეღარ იყიდის

Published on

ცივი იარაღის  რეალიზაციაში  გარკვეული რეგულაციები შედის –  გაყიდვა მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში იქნება შესაძლებელი,  შეძენა კი განსაზღვრული კატეგორიის მოქალაქეებს შეეძლებათ. 
 
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას  შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალ კვირას მთავრობის სხდომაზე გეგმავს,  კანონპროექტი მიზნად ისახავს, ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის პრობლემის მოგვარებას. 
 შს მინისტროში აცხადებენ,  რომ ახალი რეგულაციებით მოხდება რისკ-ჯგუფების განსაზღვრა, თუ ვისზე არ უნდა გაიყიდოს ცივი იარაღი,  დაწესდება  შეზღუდვები არასრულწლოვნებისთვის, ნასამართლევი პირებისათვის და ა.შ.
 დაიხვეწება  აღსრულების მექანიზმები. ასევე განისაზღვრება  კონკრეტული ადგილები, სადაც ცივი იარაღი გაიყიდება. 
 
დღეს ცივი იარაღის შეძენა შეუძლია ყველას და ნებისმიერ ადგილას – ამდენად  ეს იარაღი მარტივად ხელმისაწვდომიაარასრულწლოვნისთვის, ამასთან   ყველგან, მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელში, ღია დახლებზე. ამიტომ, სანამ  ცივი იარაღის აბსოლუტურად უკონტოლო ბრუნვის პრობლემა არ მოგვარდება მოგვარდება,  საბოლოო ჯამში გვაქვს დაჭრისა და  დანაშაულის ჩადენის არაერთი ფაქტი რისკჯგუფების, მათ შორის განსაკუთრებით  არასრულწლოვნების,მხრიდან. 
 
 
 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...