მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებულ დავით ჯალაღანიას 3 წლით თავისუფლების...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებულ დავით ჯალაღანიას 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა

Published on

მუჟავას საგუშაგოზე, მოკლული ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებული დავით ჯალაღანია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა და საქმის პროკურორმა დავით პაპავამ დასკვნითი სიტყვა თქვეს. პროკურორმა ითხოვდა ბრალდებულისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასა და სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას.დაცვის მხარეს კი მოსამართლეს მიმართა, გაეთვალისწინებინა ყველა შემამსუბუქებელი გარემოება და და ბრალდებულისთვის არა თავისუფლების აღკვეთას, არამედ სრული ან ნაწილობრივ პირობით სასჯელს ითხოვდა.თავად ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის თქმა არ ისურვა. გამოძიების ვერსიით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ჯარისკაცი, 26 ოქტომბერს სოფელ მუჟავაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თანმხლები მესაზღვრე პირის ტყვიამ იმსხვერპლა.გამოძიების ინფორმაციით, მას დავით ჯალაღანიას მიერ საგუშაგოს უფროსის ალექსანდრე კვიჟინაძისს ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით იყო აღძრული.ბექა რუსიას ოჯახი განაჩენს არ ეთანხმება და საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს. ამასთან, ისინი საგუშაგოს ხელმძღვანელი პირების, მათ შორის, უფროსის ალექსანდრე კვიჟინაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს, რადგან მისი იარაღიდან გაისროლეს.ოჯახს მიაჩნია, რომ ბექა რუსია მიზანმიმართულად მოკლეს და ეს უკავშირდება მისი მიერ რუსი ეროვნების მოქალაქის კონტრაბანდის მიზნით დაკავებას. გარდაცვლილის დედა იზა რუსია ამბობს, რომ ბექა რუსიამ დაკავებული პირი ხელმძღვანელობას გადასცა და მას შემდეგ დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა. შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...