თუ იქნება საჭიროება, მე ვიყრი კენჭს, თუ არ იქნება და ეს არ არის ქვეყნისთვის სავალდებულო ან აუცილებელი, ამ ძალიან მძიმე სამსახურს, მიუხედავად იმისა რომ პატივია, სხვა უფრო მშვიდ ცხოვრებას ვარჩევდი, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მარნეული TV“-ის ეთერში კითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.გიორგი მარგველაშვილის თქმით, მას გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არ აქვს და პოლიტიკურ გარემოს აკვირდება.„პოლიტიკური რეალობა უნდა გამოჩნდეს. მე ვერ ვხედავ, რა პოლიტიკური რეალობაა, ფერები არეულია. მმართველი პარტია ვერაფრით ვერ ასახელებს კანდიდატს. ქვეყანაში, სადაც მმართველი პარტიაა, რომელსაც პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული რაიონის გამგებლის მესამე მოადგილით დამთავრებული ყველა თანამდებობა უკავია, ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი რით ვერ დაასახელეს? იმიტომ რომ ძალიან არეულია პოლიტიკური ლანდშაფტი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სიახლეები
სიახლეები
ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...
სიახლეები
მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა
აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...
სიახლეები
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...
სიახლეები
პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა
82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...