მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა.

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა.

Published on

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში გავრცელდა. "გიო აღარ გვყავს… დიდი მამულიშვილი დაკარგა საქართველომ. ვერ შევუსრულეთ ბოლო წადილი, სამშობლოში დაელია სული. აცხონოს უფალმა მისი ქართული, ნაღდი სული…"-ნათქვამია გია მაისაშვილის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე პრემიერმინისტრს გია მაისაშვილის სამშობლოში ჩამოყვანისთვის დახმარებას სთხოვეს.პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა სოციალურ ქსელში წერდა, რომ მაისაშვილის უკანასკნელი სურვილი სიცოცხლეში სამშობლოში დაბრუნება იყო, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.კუკავა პრემიერს ამ თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფას სთხოვდა.
პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი რამდენიმე წელი მძიმე სენს ებრძოდა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს. ბოლო წლებში ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. გია მაისაშვილი პროფესიით ეკონომისტი იყო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო.
 

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....