მთავარისიახლეებიმსოფლიოიერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი პროტესტის ნიშნად დაიხურა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი პროტესტის ნიშნად დაიხურა

Published on

იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძრის დახურვა კათოლიკური, ბერძნული მართლმადიდებლური და სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად მიიღეს.კონფესიათა წარმომადგენლების გაღიზიანება ისრაელის საგადასახადო კოდექსში ცვლილებებსა და ახალი კანონს უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებას ეკლესიისთვის მიწის ჩამორთმევის შესაძლებლობა მიეცემა.ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ განხილვის სტადიაზე არსებული კანონპროექტი „დისკრიმინაციული და რასისტულია“, მიღების შემთხვევაში ის ხელისუფლებას ეკლესიის მიწების ექსპროპრიაციის საშუალებას მისცემს. ასევე ახალი კანონი გაართულებს ეკლესიის მიერ მიწების რეალიზაციას. კონფესიის წარმომადგენლები უკმაყოფილებას ასევე გამოთქვამენ ეკლესიის საკუთრებაზე გადასახადების დაწესების შემოღების მცდელობის გამო.პროტესტის შედეგად, ისრაელის საპარლამენტო კომიტეტმა კანონპროექტის განხილვა ერთი კვირით გადადო. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, რეიჩელ აზარიას განმარტებით, ეკლესიის მიწებს საფრთხე არ ემუქრება. კანოპროექტი ეხება მხოლოდ იმ ნაწილს, როდესაც მიწაზე უფლება მესამე მხარეს გადაეცემა, კერძოდ კი, მიწებს, რომელიც 2010 წლის შემდეგ დეველოპერებს გადაეცათ ან მომავალში გადაეცემათ.
ეს 1900 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც აღდგომის ტაძრის კარი პოლიტიკური მიზეზით დაიხურა. ამ დროისთვის უცნობია, როდის გახსნიან მას. ტაძარი რამდენიმე კონფესიის დაქვემდებარებაშია, მათ შორის კათოლიკური, ბერძნული მართლმადიდებლური, სომხური, ასევე კოპტური, სირიული და ეთიოპიური.
იერუსალიმის მერის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში ეკლესია გამონაკლისად რჩება, რის გამოც ქალაქი საეკლესიო ქონების გადასახადიდან 650 მილიონი შეკელს (168 მლნ. დოლარს) ვერ იღებს. აღნიშნული თანხა, ეკლესიის საკუთრებაში არსებული სასტუმროების, შენობა-ნაგებობებისა და კომპანიებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილია, რომელიც უშუალოდ რელიგიური დანიშნულების არ არის.
 
 

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...