მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ქართული ოცნებისთვის“ ქვეყნის ინტერესზე პრიორიტეტული პარტიული ინტერესი აღმოჩნდა- პარლამენტმა აფგან მუხთარლის...

,,ქართული ოცნებისთვის“ ქვეყნის ინტერესზე პრიორიტეტული პარტიული ინტერესი აღმოჩნდა- პარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

Published on

პარლამენტში აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხოლოდ 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის სამმა დეპუტატმა: ირინე ფრუიძემ, ირაკლი შიოლაშვილმა და თამარ ხულორდავამ. საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 22-მა წევრმა მისცა.  კენჭისყრის ამ შედეგით დადგენილების პროექტი ჩავარდა. 
 
პროექტი საპარლამენტო უმცირესობის მიერ იყო ინიცირებული, იგი  მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებდა
 
,,ევროპულმა საქართველომ“ ვერ წარმოადგინა საფუძვლიანი არგუმენტები, რატომ უნდა დაეჭირათ მხარი კომისიის შექმნისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისი თქმით, კომისის შექმნისთვის მხარის არ დაჭერა არ ნიშნავს, რომ გამოძიება არ გაგრძელდება. 
 
„საგამოძიებო კომისის შექმნა პარლამენტში იმდენად სერიოზული პრეცედენტის დაშვებაა, რომ ამას მხოლოდ პოპულისტური განცხადებები და მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტები ნამდვილად არ შველის. ამასთან ერთად უნდა მოიშველიონ არგუმენტები და თქვენ ნახეთ, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტების შესახებ ვერც ერთი კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს. სხვა მიზეზებს შორის ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მხარი არ დავუჭირეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხს გადავდებთ გვერდზე. ბუნებრივია, პარლამენტი ყოველთვის იქნება დაინტერესებული, გამოძიების შედეგებით“, – განაცხადა მამაუკა მდინარაძემ.
 
,,ქართული ოცნებისთვის“ ქვეყნის ინტერესზე პრიორიტეტული პარტიული ინტერესი აღმოჩნდა, – განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ . მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნით ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნებოდა, შელახული რეპუტაცია გამოესწორებინა, რაზეც უმრავლესობამ უარი თქვა. 
 
„სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აღმოაჩნდა ნება და პოლიტიკური გამჭრიახობა იმისთვის, რომ გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა და საპარლამენტო კომისიის გზით, ოპოზიციასთან ერთად, გვეცადა საქართველოს რეპუტაციისთვის ამ ძალიან მძიმე საერთაშორისო „ლაქის“ მოშორება. ეს არის სამწუხარო და ამ კენჭისყრის შედეგით საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ მათთვის მთავარია პარტიული ინტერესი და ეს ინტერესი უფრო წინ დგას, ვიდრე საქართველოს ინტერესი და საერთაშორისო რეპუტაცია. ამ შედეგს ექნება ნეგატიური გავლენა ჩვენი ქვეყნის რუპუტაციაზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
 

 
 
 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...