მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხინვალში დაკავებული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დაასახელა

დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხინვალში დაკავებული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დაასახელა

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცით, დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხინვალში დაკავებული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დაასახელა.
 
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის „გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი)“. 
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგელების შეშვება ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით, დე- ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
 
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს არ სჯერა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ვერსიის, რომ მისი ტატუნაშვილი კიბიდან დაგორების დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოკლეს.
 
დაღუპულის ცხედარს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ. ოჯახი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ელოდება.
ავღანეთისა და ერაყის მისიებში მონაწილე არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი, ოკუპირებულ რეგიონში შვილის გადმოსასვენებლად გუშინვე გაემგზავრა, თუმცა, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, ის უკან დააბრუნეს.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი და ნათესავები ცხინვალის იზოლატორში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
 
ცხინვალში მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მან მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს და არნიშნა, რომ აუცილებელია ა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით მოხდეს მკვეთრი რეაგირება და სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში  გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. 
,,ჩვენ მოვითხოვთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოიყენებთ, რომ ახალგორში უკანონოდ დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ“ – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

 
 
 
 
 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...