მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ რიყის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას და წიწვოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებს

სოფელ რიყის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას და წიწვოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რიყის მოსახლეობა, სოფლის საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს და აქციებს მართავს.ადგილობრივები ამბობენ, რომ საძოვრები 50 წლიანი იჯარით რუსეთის მოქალაქე მანანა პოტიომკინაზეა გაცემული.მეპატრონემ კი ტერიტორიის შემოღობვა დაიწყო და ფაქტიურად სოფელი საძოვრების გარეშე დარჩა

 

.აქციის მონაწილეების თქმით,იჯარით გაცემული მიწის ნაწილში მოექცა სოფლის სტადიონი და  სასაფლაომდე მისასვლელი გზა.სოფლის მოსახლეობა ტერიტორიის მწვანე საფარის განადგურებასაც აპროტესტებს,ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწის მფლობელმა მთლიანად მოჭრა წიწვოვანი ხეები.

 

აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ პოტიომკინას ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობენ. ადგილობრივებმა საძოვრების გასხვისება რამდენჯერმე გააპროტესტეს, თუმცა როგორც ამბობენ, მათი პრობლემით ადგილობრივი ხელისუფლება არ დაინტერესებულა. რიყის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო მსხვილფეხა საქონელია, საძოვრების გარეშე დარჩენილი სოფელში კი გლეხს თავის რჩენა გაუჭირდება, ტერიტორია მალე დაიცლება და სოფელი  ნასახლარი გახდება

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...