საქართველოს რეპუტაცია ყოველდღიურად ნადგურდება – საპარლამენტო ოპოზიცია ,,ემნისთი ინტერნეშენალის” ნეგატიურ ანგარიშს ეხმაურება

0
454
"ემნისთი ინტერნეშენალი''  ნეგატიურ ანგარიშს აქვეყნებს საქართველოსთან მიმართებაში. 
ანგარიშში საუბარია მუსტაფა ემრე ჩაბუქის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეებზე და ასევე   იმაზე, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ვერ ამუშავდა.
 
საპარლამენტო ოპოზიცია "ემნისთი ინთერნეშენალის" ანგარიშს ეხმაურება და  ხელისუფლებას ქვეყნის იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს. ანგარიშში ასახული მდგომარეობა  აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, ამასთან ამ საკითხებზე კითხვები არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც არსებობს.
 
"ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ  "ანგარიში  საგანგაშოა''.
,,ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს რეპუტაცია ნადგურდება ყოველდღიურად. საქართველო, რომელიც რეგიონში უნდა იყოს მართლაც დემოკრატიის სამაგალითო ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას სწორედ ამით აძლიერებს, რომ ამ ქვეყანაში განსხვავებით ჩვენი მეზობელი ზოგიერთი სახელმწიფოსგან ადამიანის უფლებები დაცულია. საქართველო ემსგავსება კიდევ ერთხელ პოსტსაბჭოთა სივრცის მორიგ ქვეყანას, რომელიც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს.
სამწუხაროდ, მსგავსი ანგარიშები დიდ პრობლემას შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ დღის წესრიგს ჩვენს ურთიერთობებს ნატო-სთან და შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია, რომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით,“-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
 
"ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, რომ საჭიროა პარლამენტში მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
"ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიში, სადაც მუხთარლის საქმე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი არის კიდევ ერთი არგუმენტი თუ რატომ უნდა  შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. კომისია, რომელსაც ევროპული საქართველო და საპარლამენტო უმცირესობა გასული წლის ივნისიდან ითხოვს. ვერ გაექცევა "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით,“-აცხადებს გიორგი კანდელაკი.
 
შეგახსენებთ, საერთაშორისო ორგანიზაცია "ემნისთი ინტერნეშენალმა" გამოაქვეყნა მორიგი ანგარიში, რომელიც 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტი საკმაოდ კრიტიკულია და მაში ყველა ის გახმაურებული საქმე და ფაქტი მოხდა, რაც გასული წლის განმავლობაში ადგილობრივი საზოგადოების და ხშირ შემთხვევაში მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მათ შორის, სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების შეფასებისას დასახელებულია "რუსთავი 2"-ის საქმეც და მის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელებისთვის ტელევიზიის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერებად მოიაზრებიან. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს, ევროპული სასამართლო მიერ კი შეჩერდა გადაწყვეტილების აღსრულება.
„რუსთავი 2“-ის საქმის გარდა, ანგარიშში მოხვდა აფგან მუხთარლის საქმეც. დოკუმენტში საუბარია ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტები მათ შორის არის "ბირჟა მაფიის" და დემურ სტურუას საქმე.

წინა სტატიაელიტური კორუფცია, კლანური და არაფორმალური მმართველობა საქართველოში – მესამე სექტორი კორუფციის აღქმის გლობალურ ინდექსში ქვეყნის პოზიციის გაუარესებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში მდინარეზე თევზაობისას 19 წლის ბიჭი დაიღუპა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური