მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოს ისტორიაში პირველად ლგბტ თემატიკაზე ანდრო დადიანის პერფორმანსი „ბალიშის პირი“ წარმოადგინეს

სამეგრელოს ისტორიაში პირველად ლგბტ თემატიკაზე ანდრო დადიანის პერფორმანსი „ბალიშის პირი“ წარმოადგინეს

Published on

სამეგრელოს ისტორიაში პირველად  ლგბტ თემატიკაზე ანდრო დადიანის პერფომანსი „ბალიშის პირი“ „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმა  წარმოადგინა. პერფომანსისთვის მუსიკა კომპოზიტორმა ანრი კიკნაველიძემ  შექმნა. მუსიკა, სურნელი, ბალიში და მისი სიღრმიდან წამოსული პოეტის ხმა განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო სამყარო, სადაც იძირები და ხარ იქ, სადაც სინამდვილეში არ ყოფილხარ, თუმცა ავტორის მიერ ეს იმდენად გრძნობით არის გადმოცემული, რომ ზუსტად ისე გამოგზაურებს, როგორც ლექსად აკინძული სიტყვები გიყვებიან. პერფომანსი ავტორის  ინსპირაციის წყარომ შეასრულა, რომელიც ყვება, რომ ეს არის საოცარი შეგრძნება, მაშინ როცა, ავტორი აქ არ არის და მისივე სიტყვებს ისე გრძნობ, თითქოს შენს გვერდით იყოს. „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ემზო კვარაცხელია "ოდიშინიუსთან" ამბობს, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა , რადგან სწორედ რომ რეგიონებში უნდა იყოს ნაჩვენები მსგავსი წარმოდგენები ლგბტ თემებზე, რათა დაიძლიოს ჰომოფობიის შიში, რომელიც ძალიან მწვავედ დგას აქ.
 
 
ანდრო დადიანი პირველი ქართველი ქვიარ პოეტია,რომელსაც  დამაინტრიგებელი თემების გარდა საინტერესო და დინამიკური თხრობის სტილი აქვს, მისი ტექსტები ექსცენტრიული, ეროტიკული კადრების მეშვეობით გასაოცარ პასაჟებს ქმნის, სადაც ღიად საუბრობს უკიდურესად პირად საკითხებზე. აქამდე ქართული პოეზიისათვის უცხო გულწრფელობითა და ფორმებით. რაც შეეხება „ბალიშის პირს“, სულ მალე გამოვა  ამ პერფორმანსის ირგვლივ გადაღებული გურამ საყვარელიძის დოკუმენტური ფილმი "სახელის უკან". ავტორი წერს, რომ ამ ფილმით უფრო დაწვრილებით მოყვება  დამოკიდებულებებს, შიშებს, შთაბეჭდილებებს იმ მონსტრის მიმართ, რასაც ჰომოფობია ჰქვია და  რომელიც გვაიძულებს ვიცხოვროთ მეორე ცხოვრებით – საკუთარი ცხოვრებით საკუთარი სახელის მიღმა.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...