მთავარისიახლეებისაზოგადოებამარიამ კუბლაშვილი პროკურატურის მიერ მაჩალიკაშვილების სახლში ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა

მარიამ კუბლაშვილი პროკურატურის მიერ მაჩალიკაშვილების სახლში ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა

Published on

უნდობლობას უცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი პროკურატურის მიერ ჩატარებულ ბალისტიკურ ექსპერტიზას. მიღებული პასუხი დაცვის მხარისთვის მიუღებელია. მარიამ კუბლაშვილი ეჭვობს, რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღის მასრა არ არის ამოღებული. უახლოეს დღეებში ის დააყენებს შუამდგომლობას ცეცხლსასროლი იარაღისა და მასრის გამოთხოვაზე რათა ექსპერტიზა უკვე მათი მხრიდან ჩატარდეს. დაცვის მხარე სპეცრაზმელის მიერ სპეცოპერაციის დროს გამოყენებულ იარაღსა და ხელყუმბარასთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების შესახებაც საუბრობს.
 
"პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას მე არ ვენდობი. ყველაფერს ვაყენებ ეჭვქვეშ ამიტომაც მყავს მოწვეული ექსპერტი და ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ვინაიდან დრეს ჩვენ უკვე გავეცანით ექპერტიზის პასუხს და გამოვითხოვოთ ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის მეშვეობითაც მოხდა გასროლა, მასრა და მასზე ჩაატარებს ექსპერტიზას ბატონი ზაზა ალთუნაშვილი,"-აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....