გიორგანაშვილის საქმეზე დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

0
430
დღეს,თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის ბრალდების საქმეზე დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 23 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მიზნით, მიმართავს."თეთრი ხმაურის მოძრაობის" ცნობით, მოსამართლეს ჯეროვნად არ უმსჯელია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, შესაბამისად "2018 წლის 23 იანვრის განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენი დადგინდეს", – აცხადებენ „თეთრი ხმაურის მოძრაობაში“.მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს. გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
წინა სტატიაპარლამენტი საზოგადოებრივის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დღეს განიხილავს
შემდეგი სტატიაევროპა ხურავს პროექტებს უკრაინაში – საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქვეყანას ფინანსური დახმარებები შეუწყვიტეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური