მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპა ხურავს პროექტებს უკრაინაში - საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქვეყანას ფინანსური დახმარებები ...

ევროპა ხურავს პროექტებს უკრაინაში – საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქვეყანას ფინანსური დახმარებები შეუწყვიტეს

Published on

გუშინ სააგენტო "როიტერმა“ მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა  ინფორმაცია უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვარზე საკონტროლო გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის პროგრამის შეჩერების შესახებ.
 
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ ფაქტს უკრაინის ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას უკავშირებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "news one""-ის ეთერში განაცხადა. 
 
"დღეს, ხელისუფლებაში არსებულმა კორუფციამ მორიგი შედეგი გამოიღო. ევროკავშირმა შეაჩერა პროექტი უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სასაზღვრო პუნქტის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით. პროექტი, რომელსაც უნდა გაემარტივებინა უკრაინის ევროპასთან ურთიერთობა. უკრაინას შეუწყვიტეს ფინანსური დახმარებები საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ევროპა ხურავს პროექტებს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას რომ დაისაჯოს არა უკრაინელი ხალხი, რადგან ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება ემუქრება, არამედ დაისაჯონ პოროშენკო და ის ადამიანები რომლებიც ქვეყანას ძარცვავენ,“-განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...