მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილი: დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა ან სურვილი, ქვეყნის წინაშე...

სალომე სამადაშვილი: დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა ან სურვილი, ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები გაანეიტრალოს

Published on

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას დაბარებას ითხოვს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოსმენის შემდეგ განუცხდა.
 
სამადაშვილის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვთ შესაძლებლობა ან სურვილი, ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები გაანეიტრალონ. 
 
"ვერ ვისაუბრებ შეხვედრის დეტალებზე, რადგან ის დახურული იყო. შეხვედრა იყო სასარგებლო, იმის მოსასმენად, თუ როგორ აფასებს დაზვერვის სამსახური საფრთხის წინაშე მდგარ ამოცანებს. აუცილებელია, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში მოვიდნენ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ საფრთხეების განეიტრალებაზე. თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ რეალურად ვიმსჯელოთ ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, გამოწვევების შესახებ, პარლამენტში უნდა მობრძანდეს შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი გახარია. მინდა გავაჟღერო ჩემი მოწოდება, რომ პარლამენტმა მოიწვიოს ის უახლოეს დღეებში ამომწურავი ანგარიშის ჩასაბარებლად, რას აკეთებს მისი უწყება, რომ დაუპირისპირდეს უმძიმეს გამოწვევებს, რომელიც დღეს ამ ქვეყნის წინაშე დგას. 
 
ამ შეხვედრაზე ვერ მოვისმინე მთავარი რამ, რაც მაინტერესებდა – რამდენად უმკლავდება საქართველოს სახელმწიფო იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს. ეს რომ გავიგოთ, პარლამენტში უნდა მივისმინოთ სხვა უწყებების ხელმძღვანელების პოზიცია, მათ შორის, პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრის, სუს-ის ხელმძღვანელის და სხვა უწყებების. მთელი რიგი შეკითხვებია დაგროვებული. მიუხედავად იმისა, როგორ აფასებს დღეს წარმოდგენილი უწყება საფრთხეებს, დღევანდელ ხელისუფლებას და უწყებებს არ აქვთ ან შესაძლებლობა ან სურვილი გაანეიტრალონ ეს საფრთხეები დროულად ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე", – განაცხდა სამადაშვილმა

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...