მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მთვრალი ვარ, მაგრამ ხვალ რომ გამეღვიძება, ისევ ფხიზელი ვიქნები, თქვენ კი მახინჯი...

,,მთვრალი ვარ, მაგრამ ხვალ რომ გამეღვიძება, ისევ ფხიზელი ვიქნები, თქვენ კი მახინჯი ხართ და ხვალაც მახინჯი გაიღვიძებთ” – მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანს ჩერჩილის სიტყვებით პასუხობს

Published on

,,ბატონი მიხეილი არის იმ სავალალო მდგომარეობაში, რომლის მდგომარეობასაც არცერთ საქართველოს პრეზიდენტს არ ვუსურვებ. ეს ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ. იმ მდგომარეობაში, სამართლებრივში და პოლიტიკურში როგორშიც თავად მან ჩაიგდო თავი-შესაბამისად, სამართალდამცავი სტრუქტურები მიმართავენ, უკვე მიმართეს, როდის მიმართავენ ეს სამართალდამცველი სტრუქტურების საქმეა“-განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გუშინ, საკომიტეტო მოსმენაზე.
 
ეს უყო მისი პასუხი  თინათინ ბოკუჩავს კითხვაზე , მიმართა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით პოლონეთის გარდა გერმანიასა და ჰოლანდიასაც, სადაც იგი უკრაინიდან პოლონეთში იძულებით გამგზავრების შემდეგ იმყოფებოდა.
,,ხომ არ გაჩნდა ხელისუფლებაში ის აზრი,  რომ ბიძინა ივანიშვილს რეალურად ეშინია სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის და ისინი შესაბამისად არ და ვერ ითხოვდნენ მის გადმოცემას“-  ასეთი იყო თინათინ ბოოკუჩავას შეკითხვის არსი.
 
 საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამებტში გაკეთებულ  განცხადებას გამოეხმაურა.
 
„ მე ვფიქრობ,  ყველამ დაინახა ამ ხალხის ტყუილები და თავისივე ტყუილებში და ხალხის მოტყუებაში, რა თქმა უნდა, მათ ბადალი არ ჰყავთ,  მაგრამ კონკრეტულად ამ პიროვნებაზე – ივანიშვილზე, მის ზოგიერთ მინისტრზე მე მახსენდებაუინსტონ  ჩერჩილი. უინსტონ ჩერჩილს ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ერთ-ერთი ქალბატონი და უთხრა: ბატონო პრემიერ-მინისტრო , თქვენ მთვრალი ხართ!
რაზეც ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა: „ქალბატონო, მე მართლაც მთვრალი ვარ, ძალიან , ძალიან მთვრალი ვარ. და თქვენ მახინჯი ხართ. ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ!  ოღონდ ხვალ დილას მე გამეღვიძება და მე უკვე ვიქნები ფხიზელი.
 
ეს არის ჩემი პასუხი წულუკიანს. მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი და წულუკიანი თავისი მასშტაბები გამო იქაც ვერ მომწვდნენ, სადაც მოწვდენა ჩემზე უნდოდა ივანიშვილს პატრონს პუტინს. იქამდეც ვერ მომწვდნენ ეს სუბიექტები და ვერც მომწვდებიან. მაგრამ მალე ქართველი ხალხი მიწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...