მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Published on

კახეთში ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. 
 
ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 
ექიმის თქმით, პაციენტს გატეხილი აქვს ნეკნები, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...